კონფერენცია 2015

ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია ‘’ჯანსაღი შთამომავლობა – ძლიერი საზოგადოება’’, ჩატარდა 2015 წლის 13 ივნისს სასტუმროში "ძველი თბილისი".

კონფერენცია მიეძღვნა ქალთა რეაბილიტაციისა და პერინატალური ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებს. განხილული იქნა მკვდრადშობადობის საკითხი ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის მიერ შესრულებული სამეცნიერო კვლევის მონაცემებისა და აგრეთვე მკვდრადშობადობის საერთაშორისო ალიანსის წამყვანი სპეციალისტების მიერ შესრულებული კვლევების მიმოხილვით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრალიიდან, ჰოლანდიიდან და ლიტვიდან მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა მეანობა–გინეკოლოგიაში, ეპიდემიოლოგიასა და მორფოლოგიაში.

კონფერენციაზე განილულ იქნა დღეისათვის აქტუალური საკითხები: მკვდრადშობადობის გამომწვევი მიზეზები, მკვდრადშობადობის შემდგომი პერიოდის მართვა, შემდგომი ორსულობის დაგეგმვა, მშობელთა კონსულტირება, პერინატალური აუდიტი, მკვდრადშობადობის ფსიქოემოციური ასპექტები და ფსიქო–რეაბილიტაციის მნიშვნელობა.

კონფერენციას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის წარმომადგენლები (მეან–გინეკოლოგი, რადიოლოგი, გენეტიკოსი, ფსიქოთერაპევტი, პათანატომი, ბებიაქალები, ექთნები), მშობლები, რომლებმაც გადაიტანეს პერინატალური დანაკარგი, ექიმი–რეზიდენტები, მკვდრადშობადობის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარ–მეცნიერთა ჯგუფი.

დამსწრე საზოგადოებას პირველად მიეცა საშუალება ჩართულიყო ისეთ ღონისძიებაში, სადაც მონაწილეობდა მკვდრადშობადობის საერთაშორისო ალიანსი და მათი ექსპერტთა ჯგუფი. საქართველოში პირველად ჩატარდა კონფერენცია, სადაც პრაქტიკოსმა ექიმებმა, მეცნიერებმა და მშობლებმა, რომელთაც გადაიტანეს პერინატალური დანაკარგი, გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება.

 

კონფერენციის პროგრამა

 

სს. თიბისი ბანკი

ს/კ: TBCGBE22

მიმღები: ააიპ ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია

ა/ნ: GE21 TB76 1513 6080 1000 01

კონფერენცია 2012 - ფოტოები