პროექტები

2008–2012 წწ. – პროექტი ‘’რეპროდუქციული ჯანმრთელობის საფუძვლები’’ – პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები სამედიცინო პერსონალისთვის

2009 – 2012 წწ. – პროექტი ‘’მშობელთა სკოლა – უსაფრთხო დედობისკენ მიმავალი გზა’’ პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები რეპროდუქციული ასაკის ქალთათვის

2012–2013 წწ. – „ჯანმრთელი ოჯახი - ჯანმრთელი ორსული - ჯანმრთელი შთამომავლობა“, პროექტის ფარგლებში ჩატარდა:

– 2012 წლის 29 სექტემბერს ქ. თბილისში, სასტუმრო ‘’ქორთიარდ მარიოტ’’–ში ჩატარდა ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის I საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც დაესწრო 200 სხვადასხვა სპეციალობის ექიმი თბილისიდან და რეგიონებიდან, აგრეთვე მოწვეული სტუმრები რუსეთიდან, ლიტვიდან, ნორვეგიიდან და სასომხეთიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო–ს (IWAG), არასამთავრობო ორგანიზაციის – „ახალი თაობის ხალხი“ (NPG) და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა. – 2013 წლის 26 იანვრიდან 15 მარტამდე ჩატარდა პროექტით გათვალისწინებული ტრენინგები:

  • ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  • აბორტის შემდგომი რეაბილიტაცია
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
  • ორსულობისთვის და მშობიარობისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება
  • ახალშობილი და საკეისრო კვეთა
  • ჩასახვის ფსიქოლოგია
  • საშვილოსნოს გარე ორსულობის შემდგომი პერიოდის მართვა
  • ჰეპატიტები და ორსულობა

– ტრენინგს დაესწრო: 300 სტუდენტი, 200 სხვადასხვა სპეციალობის ექიმი, 200 რეპროდუქციული ასაკის ქალი, მათ შორის შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი’’, ამერიკული საბჭოს თანამშრომლები, ყოფილი მსჯავდებული ქალები და მათი ოჯახის წევრები.

2013 წლის აპრილში ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციამ დაიწყო ახალ პროექტზე მუშაობა ‘’ჯანსაღი შთამომავლობა–ძლიერი საზოგადოება “ . პროექტის ფარგლებში შესრულდა მულტიცენტრული სამეცნიერო კვლევა თემაზე “განვითარების მანკით და მკვდრადშობილი ნაყოფით ნამშობიარევ ქალთა პროფილაქტიკა და რეაბილიტაცია’’.

2014-2016 წწ.- პროექტი "მკვდრადშობადობა: საქართველოს რეალობა და გამოწვევები"