შობადობის ზრდის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პირობა SATURDAY, 15 FEBRUARY 2014 13:30 |
პერინატალური დანაკარგი არის საშვილოსნოს გარე ორსულობა, ორსულობის დრომდე მიუტანლობა, ანტენატალური, ინტრანატალური, პოსტნატალური (დაბადებიდან 28 დღის განმავლობაში) ნაყოფის და ახალშობილის სიკვდილი. ზოგიერთ ქვეყანაში პერინატალურ დანაკარგს მიეკუთვნება უნაყოფობა, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას და აგრეთვე ნაშვილები ახალშობილის სიკვდილიც. სამედიცინო პრაქტიკაში, პოსტსაბჭოურ სივრცეში და მათ შორის საქართველოშიც, შემუშავებული არ არის პერინატალური დანაკარგის პროცესში ან მის შემდგომ პერიოდში მგლოვიარე მშობლების მართვის ალგორითმი. |