სამახსოვრო ექიმთათვის SATURDAY, 15 FEBRUARY 2014 13:38 |
ვინაიდან ურგენტული გინეკოლოგიური დახმარების შემდგომ, რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციით, პირველ რიგში მოგაწვდით პერინატალური ფსიქოლოგიის შესახებ მოკლე ინფორმაციას. სიტყვა პერინატალური შედგება ორი ნაწილისგან „პერი“ - გარშემო, ახლოს და „ნატალის“ -დაბადებასთან კავშირში. პერინატალური ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის ჯერ არ დაბადებული ან ახლახან დაბადებული ბავშვის ფსიქიკურ ცხოვრებას, ეს არის მეცნიერება ადამიანის განვითარების საწყისი ფაზის შესახებ: პრენატალური (ანტენატალური), პერინატალური (ინტრანატალური) და ნეონატალური (პოსტნატალური) განვითარების ფაზების და მთელი ცხოვრების განმავლობაში მათზე ზემოქმედების შესახებ. |