2017-2018 წლის აქტივობები

2017-2018 წლებში ასოციაცია ატარებდა ტრენინგებს საქართველოს რეგიონებში ექიმებთან და მოსახლეობასთან. ტრენინგის თემები:

- პერინატალური დანაკარგი

- მკვდრადშობადობის შემდგომი პერიოდის მართვა

- პერინატალური დანაკარგის შემდეგ ორსულობის დაგეგმვა

 
ორსულობისთვის და მშობიარობისთვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება

ტრენინგი ჩატარდა 2013 წელს ქალთა რეაბილიტაციის ასოცაიციის პროექტის,  ''ჯანმრთელი ოჯახი, ჯანმრთელი ორსული, ჯანმრთელი შთამომავლობა'', ფარგლებში.

 
აბორტის შემდგომი რეაბილიტაცია

აღნიშნულ თემატიკაზე ტრენინგები ჩაუტარდათ რეპროდუქციული ასაკის ქალებს კლინიკა ''ვენუს ჯორჯია''-ს ბაზაზე 2013 წელს.

აბორტი და მისი შედეგები მეტად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ქალთა სწორი ინფორმირება აბორტზე და აბორტის შემდგომი პერიოდის მოვლაზე მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ტრენინგის მონაწილეებმა შეავსეს პრე და პოსტ ტესტები, აგრეთვე მათ დაურიგდათ სამახსოვროები.

 
ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ტრენინგი ჩატარდა 2013 წელს, თემატიკა ეხებოდა შემდეგ საკითხებს:

- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

- ორსულობის დაგეგმვა

- კონტრაცეპციის მეთოდები

- მშობელთა სკოლა