სამახსოვრო რეპროდუქციული ასაკის ქალთათვის SUNDAY, 12 JANUARY 2014 11:07

არსებობს ამის დასადგენად სათუო და სარწმუნო ნიშნები.

სათუო ნიშნებია: სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვება, გემოს შეცვლა, წყურვილის გაძლიერება, გულის რევა, ზოგჯერ ღებინებაც, საერთო სისუსტე, ძილიანობა, გაძლიერებული შარდვა.

 

სარწმუნო ნიშნებია: რეგულარული მენსტრუალური ციკლის მქონე ქალებში, მენსტრუაციის შეწყვეტა.

ორსულობის დადასტურება წარმოებს ბოლო მენსტრუაციის გადაცდენიდან ორი კვირის შემდეგ, შარდის იმუნოლოგიური ან ბიოლოგიური ანალიზით. სპეციალური ე.წ ორსულობის ჰორმონის დასადგენად. უმჯობესია ანალიზი ჩაიტაროთ დილის შარდით.

თქვენ შეგიძლიათ თვითონ გაიკეთოთ ტესტი ორსულობის დასადგენად ტესტკრებულების გამოყენებით, რომელიც აფთიაქებში იყიდება, ან სუფთა მინის ჭურჭელში შეგროვებული შარდი მიიტანოთ ლაბორატორიაში. უმჯობესია სისხლის შრატში ქორიონული გონადოტროპინის რაოდენობრივი განსაზღვრა, რომლის რაოდენობრივი მონაცემებით ორსულობის ვადის დადგენაც შეიძლება. ორსულობის დადგენა ხდება აგრეთვე ორსულობის 3–4 კვირის ვადაზე ექოსკოპიით.

პუბლიკაცია - ორსულად ხართ? სრული ვერია